ჩვენ შესახებ
სკოლა დაარსდა 2002 წლის 28 თებერვალს, სკოლა ავტორიზებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ.
დამფუძნებელი და დირექტორი: ეკა ფარცვანია, ბიოლოგი.
სამუშაო დღე: 9 დან 17 საათამდე, ორჯერადი კვებით, ხუთდღიანი სამუშაო კვირით.
სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა თორმეტი წელი, რაც მოიცავს : დაწყებით საფეხურს I - VI კლასი, საბაზო საფეხურს VII - X კლასი, საშუალო საფეხურს XI - XII კლასი.
მოსწავლეები საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანს, ასევე ფრანგულ ენას გაძლიერებულად.
სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. სკოლაში, სწავლების პერიოდში, მოსწავლეები საფუძვლიანად შეისწავლიან სამ უცხო ენას; მათ შორის ფრანგულში სისტემატიურად გადიან ტესტირებებს და ღებულობენ ე.წ. DELF-ისა და DALF-ის სისტემის შესაბამისობის სერთიფიკატს;